weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საკრებულომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას დაფინანსება 60 %-ით შეუმცირა

11:45 შაბათი, 07 ივლისი 2018

ზუგდიდში მშენებარე ტაძრისა და კორცხელის მონასტრისთვის გამოყოფილი 494 ათასი ლარის ნაცვლად, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას 200 ათასს მისცემენ, - ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ განაცხადა.

„მათ ვერ წარმოადგინეს ხარჯთაღრიცხვა, ვერ ითვისებენ წლის ბოლომდე გამოყოფილ თანხებს. ამის გამო კორცხელის მონასტრისა და მშენებარე ტაძრის დაფინანსება შემცირდა“, - ციტირებს „ლაივპრესი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბესიკ ჭეჟიას კომენტარს.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განმარტებით, ადგილობრივ ხელისუფლებას მათთვის ხარჯთაღრიცხვა არ მოუთხოვია და არც ის ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს, რომ ეპარქია გამოყოფილ თანხას ვერ ითვისებს. 2018 წელს ეპარქიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება საერთოდ არ მიუღია.

6 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 800 ათასი ლარით შემცირდა.

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან დაგეგმილი იყო შემოსავლის მიღება 1 მილიონი ლარის ოდენობით, მაგრამ რამდენიმე სათამაშო ბიზნესი დაიხურა, დარჩა მხოლოდ ერთი, რის გამოც აღნიშნული თანხა ბიუჯეტში ვერ შემოვა, ამ ნაწილში ჩვენ 400 ათასი ლარით შეგვიმცირდა შემოსავალი, ასევე, დაგეგმილი გვქონდა 200 ათასი ლარის ოდენობის, თავისუფალი ფულადი სახსრების კომერციულ ბანკში განთავსება, რომელიც წელს არ გვაქვს. აქ შემოსავალი შემცირდება 150 ათასი ლარით, მესამე, ეს არის ჯარიმების შემცირება, დაგეგმილი იყო 1 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის, რომელმაც ბოლო დინამიკით იკლო, შესაბამისად, 250 ათასი ლარით შემცირდება მისაღები შემოსავალი, რაც ჯამში 800 ათასი ლარია“, - ციტირებს ლაივპრესი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებას.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]