weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ფოთის მერის კომპანიამ სახელმწიფო მიწების აუქციონებზე უკონკურენტოდ გაიმარჯვა

12:03 შაბათი, 07 ივლისი 2018

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამოცხადებულ აუქციონზე უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს „Caucasian metals terminal“-მა, რომლის ერთ-ერთი მფლობელია ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია.  

პრივატიზებული მიწის ნაკვეთები ქალაქ ფოთში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ერთი ნაკვეთის ფართობი 5501 კვ.მ, მეორისა კი 3002 კვ.მ-ია, რაც ჯამში 8503 კვ.მ-ს შეადგენს.

მიწის ნაკვეთების პრივატიზების მიზნით ელექტრონული აუქციონები 2018 წლის 3 ივლისს დასრულდა. ორივე აუქციონში მხოლოდ ერთი კომპანია - შპს „Caucasian metals terminal“-ი მონაწილეობდა, რის გამოც მან საწყის საფასურზე მხოლოდ ერთი ბიჯის დამატებით გაიმარჯვა. პრივატიზებული მიწის ღირებულება - 602 000 ლარი, აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა გადაიხადოს.

შპს „Caucasian metals terminal“ 2011 წლის 29 ნოემბერს არის რეგისტრირებული. მისი კაპიტალის 15 %-ს გოჩა კურდღელია ფლობს, 85 %-ს კი კვიპროსში დარეგისტრირებული კომპანია „C.I.I. Clay Industries International Limited“.

გოჩა კურდღელიამ ფოთის მერის თანამდებობა 2017 წლის 12 ნოემბრიდან დაიკავა. მანამდე იგი ბიზნესის სფეროში საქმიანობდა და დღემდე 13 სხვადასხვა კომპანიაში ფლობს ბიზნესწილებს. 2017 წლის 31 ოქტომბრამდე მას შპს „Caucasian metals terminal“-ის დირექტორის პოზიციაც ეკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]