weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარაში ნატო-ს სამიტის შემდეგ ჩავალ და კონსულტაციებს გავმართავ - მარგველაშვილი

12:22 შაბათი, 07 ივლისი 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებით ბათუმში ნატო-ს სამიტის შემდეგ ჩავალ და კონსულტაციებს გავმართავ, - განაცხადა საქართველოს პრეიზდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის დასახელება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა.

ნატო-ს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა სუბიექტთან – პარტიებთან, რომლებიც უმაღლეს საბჭოში არიან. ამ კონსულტაციების შედეგად პრეზიდენტი წყვეტს, უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად ვისი კანდიდატურა წარუდგინოს. შესაძლებელია პრეზიდენტმა არცერთი პოლიტიკური ძალის კანდიდატი არ წარადგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად. თავის მხრივ, აჭარის უმაღლეს საბჭოსაც შეუძლია პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს. ასევე, კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას, დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ ეს ორგანო ზედიზედ ორჯერ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.

„ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც კანონმდებლობიდან გამომდინარე იმოქმედებს იმ მოტივით, რომ რეგიონში არ შეიქმნას რაიმე სახის კრიზისი და შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური კონსენსუსი იქნება მიღწეული“, - აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ზურაბ პატარაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ მის შემცვლელად 29 წლის თორნიკე რიჟვაძე დაასახელა, რომელიც 2017 წლის დეკემბრიდან საქართველოს ენერგეტიკის ფონდის დირექტორია.

თორნიკე რიჟვაძე 2017 ივლისიდან დეკემბრამდე იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; 2013-2017 წლებში შპს „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ ჯერ იურიდიული მრჩევლის, შემდეგ კი იურიდიული დირექტორის თანამდებობას იკავებდა; 2014-2016 წლებში აჭარის მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]