weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ირაკლი ქადაგიშვილი გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლებას უარყოფს

17:00 ორშაბათი, 09 ივლისი 2018

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ქადაგიშვილის განცხადებით, ის მუშაობას აგრძელებს, პარლამენტის მიერ დღეს ყვარელში ორგანიზებულ ფორუმსაც ესწრებოდა, თუმცა გამორიცხული არაფერია.  

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ქადაგიშვილი და მისი მოადგილეები თანამდებობებს ტოვებენ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა „რეგინფოს“ არაოფიციალურ საუბარში დაუდასტურეს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გუბერნატორების შეცვლას გეგმავს. მაჟორიტარი დეპუტატების ინფორმაციით, კახეთის გარდა სხვა რეგიონების გუბერნატორების გათავისუფლებაც არის მოსალოდნელი.

ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის გუბერნატორად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა და პარლამენტის წევრი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]