weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახელმწიფო უწყებების ავტოპარკი 1000-მდე ავტომობილით შემცირდება - ბახტაძე

18:55 ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2018 წლის ბოლომდე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ავტოპარკი დაახლოებით 1000-მდე ავტომობილით შემცირდება. პრემიერის თქმით, გარკვეულ სტრუქტურებში მიუღებელია ის ხარჯი, რომელიც სახელმწიფო ავტოპარკის შენახვაზე მოდის.

„ამ კუთხით პრინციპული ნაბიჯებია გადასადგმელი. მთავრობის სტრუქტურის ცვლილების ფარგლებში, წლის ბოლომდე უწყებების ავტოპარკი დაახლოებით 1000 ავტომობილით შემცირდება. აღნიშნული მანქანები გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს რეალიზაციისთვის და მათ მაგივრად მოხდება სპეციალური ავტომანქანების შეძენა პატრულისთვის, გარემოსდაცვითი ოპერაციებისთვის და მსგავსი სპეციალური საჭიროებებისთვის, რათა ჩვენმა ორგანოებმა უკეთესად ფუნქციონირება შეძლონ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, რომელთაც პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება აქვთ და დაახლოებით 500 ე.წ. მიკუთვნებული მანქანა სამორიგეო პარკში გადაინაცვლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]