weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

NATO-ს სამიტზე გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

15:11 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოკლე შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება.

„საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის მარტში, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას, რაც გულისხმობს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და გამოხატულია საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაში.

გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლის გახსნაც შეიძლება ამ ურთიერთობების გაძლიერებისათვის. პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ს როლი საქართველოს ნატოში დაჩქარებული ინტეგრაციის გზაზე.

კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქარველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]