„ჩვენ ვაპირებთ სამინისტროში შეიქმნას, კომისიის ან კომიტეტის მსგავსი ერთეული, რომელშიც სხვადასხვა დეპარტამენტებიდან პროფესიონალები გაერთიანდებიან. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებს სხვა სამინისტროდანაც მიიწვევენ. ეს ერთეული შეაფასებს მსხვილი პროექტების მიზანშეწონილობას, რაც ეფექტიანობის კონცეფციის ქვეშაა“, - განცხადა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ წარადგინა. მანამდე, 21 წლის განმავლობაში მაჭავარიანი კომპანია „ჯეოსელში“ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.