weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

23:56 შაბათი, 14 ივლისი 2018

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა. მთავრობის დამტკიცებას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

ახალი მთავრობაში 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატია. მინისტრთა კაბინეტი ნდობისთვის მისაღებად პარლამენტს შემდეგი შემადგენლობით წარედგინა: პრემიერ-მინისტრი – მამუკა ბახტაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია; ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი; თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია; იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]