მთავრობის რესტრუქტურიზაციამდე სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრი იყო, მიხეილ ჩხენკელი კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
სამთავრობო ცვლილებების შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო გაუქმდა, ხოლო მისი ფუნქციები სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდა - დევნილთა განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსტორში გადავიდა, მიგრაციის კომპონენტი შსს-ში, ხოლო სოციალური საკითხები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეერწყა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიად მიხეილ ბატიაშვილი დაინიშნა.