weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ათმა ოპოზიციურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

09:32 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018

ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ „სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე დაასახელა.

პრეზიდენტობის კანდიდატი ქუთაისში, ბაგრატის ტაძარის ეზოში წარადგინეს. ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებით, ბაგრატის ტაძარი შეირჩა, როგორც გაერთიანებული და ძლიერი საქართველოს სიმბოლო. გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა. ვაშაძის განცხადებით, ეროვნული კონსენსუსის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, რადგან მოხდა გაერთიანება. მისივე თქმით, მისი მთავარი მიზანი იქნება, განახლდეს სახელმწიფოს მსვლელობა, სწრაფი ეკონომიკური პროგრესის გზით.

ვაშაძის წარდგენას პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე და ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დაესწრნენ.

ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანების შემადგენლობაში არიან: „ახალი საქართველოსთვის“, „ემსახურე საქართველოს“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ქრისტიან კონსერვატიული პარტია“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „ახალი საქართველო“, „საქართველო ლიდერთა შორის“ და „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“. გაერთიანების ლიდერებმა 16 ივლისს ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი 2017 წელს გახდა. ამავე წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიამ ის ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა. ვაშაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასთან ერთად მეორე ტურში გავიდა, მაგრამ პარტიამ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა.

2008 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე გრიგოლ ვაშაძე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი იყო, 2008-2012 წლებში კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]