weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მიხეილ ბატიაშვილს შვიდი მოადგილე ეყოლება

19:02 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018
ფოტოზე: მიხეილ ბატიაშვილი და მიხეილ გიორგაძე ფოტოზე: მიხეილ ბატიაშვილი და მიხეილ გიორგაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მოადგილეების ვინაობა ცნობილია. მინისტრის პირველი მოადგილე კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება.

სამინისტროში ახალი სახეა ირინე აბულაძე, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებას ჩაიბარებს. მინისტრის ახალი მოადგილე საერთაშორისო განათლების მართვის მიმართულებით კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრია. ირინა აბულაძეს განათლების სექტორში 15 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება აქვს. უკანასკნელ პერიოდში ის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო. მინისტრის მოადგილეობამდე კი, ამავე ცენტრის „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს ხელმძღვანელობდა. ირინე აბულაძეს მრავალწლიანი სწავლების გამოცდილება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ფართომასშტაბიანი პროექტების მართვასა და საერთაშოროსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებით.

გაერთიანებულ სამინისტროში მინისტრის მოადგილეები ასევე იქნებიან - ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე, ალექსანდრე თევზაძე, თეიმურაზ მურღულია და ლია გიგაური.

რაც შეეხება ქეთევან ნატრიაშვილის, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ის მიხეილ ბატიაშვილის მრჩეველის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]