weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გედევან ფოფხაძის განცხადება „ქართული ოცნებისთვის“ შეურაცხმყოფელია – კილაძე

13:42 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, „ქართული ოცნებისთვის“ შეურაცხმყოფელია პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის შემდეგ გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებული განცხადება. ფოფხაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებს შეუძლიათ პარტიას სახელი შეუცვალონ და მას „კომკავშირი“ ან „კომპარტია“ დაარქვან.

„თუ გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია, არ ვიცი, მაგრამ თუ მივიჩნევდი, რომ აღნიშნული პარტია კომკავშირია, კომკავშირში ვერ გავჩერდებოდი. ეს მისი არჩევანია“, – აღნიშნა კილაძემ.

„ქართული ოცნების“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. სამდივნოს განმარტებით, რამდენიმე თვის განმავლობაში ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს, დააზარალა პარტიის იმიჯი და ინტერესები.

გედევან ფოფხაძე, რომელიც ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატია, მიიჩნევს, რომ პარტიამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„თუკი პარტიაში ყოფნის სტანდარტი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე ერთი პოზიცია უნდა არსებობდეს, არ მგონია, ასეთ პარტიაში დარჩენის სურვილი ბევრს ჰქონდეს – შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]