weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პრემიერმა გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა

18:33 პარასკევი, 20 ივლისი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მღებრიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადებით პრემიერს დღეს მიმართა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას მღებრიშვილის მოადგილე შალვა ხუციშვილი შეასრულებს.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად 2018 წლის 1 იანვრიდან დაინიშნა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდა და შეიქმნა ახალი სტრუქტურა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია.

გიორგი მღებრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრამდე იყო. მანამდე ერთი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]