weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ბათუმში მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს – თორნიკე რიჟვაძე

17:31 შაბათი, 21 ივლისი 2018

„მეჩეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. ჩვენი გუნდის და ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა, რომ აღნიშნული მეჩეთი უნდა აშენდეს ქართული ფულით და ჩვენ ამ მიზნით ყველა რესურსს და ძალისხმევას დავხარჯავთ“, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ.

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით რიჟვაძეს კითხვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასმათ დიასამიძემ დაუსვა.

„აჭარა არის მულტიკულტურული და მულტირელიგიური რეგიონი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა აღმსარებლობის, მიმდევრის უფლება და თავისუფლება. საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე ახლო მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას. დეტალები ადგილმდებარეობის, მეჩეთის არქიტექტურის თაობაზე ასევე კონსენსუსის საფუძველზე დაზუსტდება“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, მეჩეთის მშენებლობა შესაძლებელი გახდება როგორც ბიუჯეტიდან დაფინანსებით, ისე მეცენატების დახმარებით.

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე დღეს აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებენ, რისთვისაც უმაღლესი საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობაა საჭირო. უმაღლეს საბჭოში სულ 21 წევრია, საიდანაც „ქართული ოცნება“ 14 მანდატს ფლობს. ცნობილია, რომ ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ თორნიკე რიჟვაძეს მხარს არ დაუჭერს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]