weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატია

11:39 კვირა, 22 ივლისი 2018

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. „ეს შემოთავაზება ჩემთვის გამოწვევაა, მაგრამ ამ გამოწვევას ვიღებ, ბრძოლაში შევდივარ და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ“, - მიმართა დავით ბაქრაძემ, ქუთაისში, სპორტის სასახლეში შეკრებილ ხალხს.

დავით ბაქრაძის თქმით, პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, ქართველ ემიგრანტებს უცხოეთში ლეგალურად შრომის შესაძლებლობა მიეცემათ.

„ერთ-ერთი მთავარი, რასაც გავაკეთებ ყველა უცხოურ ვიზიტზე, ყველა მეგობარი სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრის დროს, იქნება შრომითი ბაზრების გახსნა, სამუშაო კვოტების გამოყოფა იქ მყოფი ქართველებისთვის, რომ ყველა ქართველს, ვინც მუშაობს უცხოეთში ჰქონდეს ლეგალური სამსახური, გარანტირებული ხელფასი და სამედიცინო დაზღვევა. საქართველოს პრეზიდენტს ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია მონდომების, ხედვის და მუშაობის შემთხვევაში. ეს იქნება პრიორიტეტი, რომ 100 ათასობით ოჯახი, რომელსაც დღეს არჩენენ უცხოეთში სამუშაოდ წასული ჩვენი თანამემამულეები, ცხოვრობდეს უკეთესად“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის კიდევ ერთი მთავარი დაპირება ქართველი ახალგაზრდებისთვის უცხოეთში სწავლის გაგრძელების ხელშეწყობაა.

„პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ვიღებ ვალდებულებას, რომ ვიქნები ჩვენი ახალგაზრდების მთავარი ლობისტი უცხოეთის ყველა სასწავლებლის რექტორთან შეხვედრის დროს. იმისთვის, რომ უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში გაიზარდოს კვოტები და მეტ ქართველ ახალგაზრდას ჰქონდეს საშუალება უცხოეთში ისწავლოს. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მინიმუმ ნახევარი დაიხარჯება უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების დასაფინანსებლად“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, პრიორიტეტი იქნება საქართველოს ღირსეულად წარდგენა უცხოეთში, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, დეოკუპაცია და მეტი ინვესტორის შემოყვანა მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად.

დავით ბაქრაძე ამომრჩევლებს პრენსიის გაზრდასაც დაპირდა: „პენსიის გაზრდა არ არის პრეზიდენტის ფუნქცია, მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი საპარლამენტო გუნდი და თუ საზოგადოება ნდობას გამომიცხადებს, საზოგადოების ნდობასთან და საპარლამენტო გუნდთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ პენსიის გაზრდას და უკეთესი სოციალური სისტემის შემოღებას“.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება.

დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატი ერთხელ უკვე იყო - 2013 წლის არჩევნებში ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მონაწილეობდა, თუმცა გიორგი მარგველაშვილთან დამარცხდა. ცესკო-ს საბოლოო შედეგების მიხედვით გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62,12% მოიპოვა, დავით ბაქრაძემ - 21, 72%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]