weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ აპარატის უფროსად ნათესავი დანიშნა

17:44 ორშაბათი, 23 ივლისი 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აპარატის უფროსად, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი არჩილ ჩიქოვანი დანიშნა. თორნიკე რიჟვაძე არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა.

„ეს არანაირად არ შექმნის უხერხულობას, რადგან საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრულია ნათესაურ პირთა წრე. აღმავალი და დაღმავალი ნათესავები. ინტერესთა და კორუფციის შესახებ კანონშიც მკვეთრად არის განსაზღვრული პირთა წრე, რომელიც არ შეიძლება იყოს დასაქმებული იმ უწყებაში, რომელსაც ახლო ნათესავი მართავს. მთავრობის თავმჯდომარემ იხელმძღვანელა საკანონმდებლო მოცემულობით“, - ციტირებს „ბათუმელები“ ჩიქოვანის კომენტარს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს აპარატის გარდა, ნათესავი უმაღლეს საბჭოშიც ჰყავს - საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მისი ქვისლია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]