weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, კვირიკაშვილს ამას ყოველ თვე ვახსენებდი - ივანიშვილი

23:58 სამშაბათი, 24 ივლისი 2018

„ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში.

ივანიშვილის თქმით, ერთ-ერთი „ძირითადი მძიმე შეკითხვა“, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე კვირიკაშვილთან ჰქონდა, ჭარბვალიანობას შეეხებოდა.

„ეს არ იყო შეცდომა, მე მას ჩავუთვალე ეს გადაცდომად და თვითონაც იცავდა ამ პოზიციას, რომ უფრო ადრე უნდა შემოღებულიყო რეგულაციები ბანკებთან დაკავშირებით. ჩვენ UNICEF-ის კვლევის შედეგები ვნახეთ, რაც ჩემთვის იყო, პირდაპირ ვიტყვი, ტრაგიკული. ახლა აღარ მინდა დავამძიმო ჩემი მდგომარეობა და ტელემაყურებელსაც მოვუყვე.

ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდგომ, სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა და უარესი შედეგი მივიღეთ. ამაში ლომის წილი სწორედ ჭარბვალიანობას ჰქონდა.

ეს იყო ის, რასაც ორწელიწადნახევრის განმავლობაში, რაც პრემიერ-მინისტრი გახლდათ გიორგი კვირიკაშვილი, თვე არ გავიდოდა, რომ მისთვის არ შემეხსენებინა.

ამ ფონზე, რომ „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი ბანკი“ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან რენტაბელურობის მხრივ, საამაყო შეიძლება იყოს ეს, მაგრამ მეორე მხრიდან როდესაც ვხედავთ, რომ ჭარბვალიანობის მხრივ საქართველო პირველ ადგილზე, ან ბოლო ადგილზეა - როგორც გინდათ შეაფასეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის, ეს არის უკვე სირცხვილი და ეს ორი კომპონენტი ერთად არის შეუთავსებადი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ის ბანკების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ „რეგულაციები და კოორდინაცია მთავრობის მოვალეობაა“ და ეს დროულად უნდა მომხდარიყო.

„ამავდროულად გავიგე, რომ რაღაცეებს მალავდნენ და ფარავდნენ, მიუხედავად ჩემი ყოველთვიური შეხსენებისა, რომ ეს ასეა და მიხედვა უნდა, ადგილიდან ვერ დავძარი. სავალუტო ფონდი თურმე მსგავსს ეუბნებოდა მეორე მხრიდან, რაც მეც დამიმალეს და საზოგადოებასაც. ეს იყო ჩემთვის, როგორც გითხრათ, იმის მერე მე განვაცხადე, რომ თქვენთან ურთიერთიბა შეუძლებელი გახდება. ქუმსიშვილმა-კვირიკაშვილმა დამიმალეს. ქუმსიშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილთან შეთანხმებით ეს კვლევა არ გამოაქევეყნა, რაღაც მიზეზს ამბობს, რაც მიუღებელი და გაუგებარია. კვირიკაშვილის გადადგომა ამ ხალხს ვერ გაამდიდრებს, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან და ხალხის ამ ნაწილზე ჩვენ ძალიან ვზრუნავთ. მთავრობა ბახტაძის მეთაურობით რამდენიმე ვარიანტს იხილავს, მეც ვაქტიურობ, რომ როგორმე საზოგადოების ეს ნაწილი ამ ზღვრიდან გამოვიყვანოთ და უკეთესობისკენ შევცვალოთ, გვინდა ეს წლის ბოლომდე მოვახერხოთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოება მთავრობის გეგმების შესახებ უფრო დაწვრილებით ცოტა ხანში გაიგებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]