weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრემიერმა ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

11:35 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„ჩვენ მთლიანად ვცვლით რეგიონალური მართვის სისტემას. გადავდივართ ახალ რეჟიმზე და ახალ სტრუქტურაზე.

ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. იმ სისტემაში რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში დავნერგავთ, ვინც დარჩა, მათ მიეცემათ საშუალება, რომ დაგვანახონ შედეგი, დაგვანახონ ეფექტური მუშაობა.

ჩვენ იმაზე კი არ ვართ ორიენტირებული, რომ ძალიან მცირე პერიოდულობით გადავაადგილოთ ადამიანები, არა. ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ დავნერგოთ ახალი სისტემა, თუ ადამიანები შეძლებენ ამ ახალ ეფექტურ სისტემაში თავიაანთი შედეგის ჩვენებას, მოსახლეობისთვის უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან კარგი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყო რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა რეგიონული მართვის სამსახური, რომელსაც ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]