weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ გვყავდეს – პრემიერი

13:47 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

„ჩვენ არაერთი კანდიდატი გვყავს, რომელსაც შეუძლია უპრობლემოდ, გამოწვევების გარეშე ძალიან ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ ჩვენი დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, რომ „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და ფაქტობრივად, ყველა თვითმმართველობაშიც მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია.

„ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლავთ სწორედ ის, რომ ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა. აქედან გამომდინარე, არსებობს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტიც, გარდა სუფთა პარტიული ინტერესისა, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე“, - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და „ქართული ოცნება“ საზოგადოებას შეჯერებულ პოზიციას უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]