weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა ვერაფერს დავაყენებთ - პრემიერი შახტების დალუქვაზე 

15:55 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018
ფოტო: დავით მძინარიშვილი / Reuters ფოტო: დავით მძინარიშვილი / Reuters

„ადამიანის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე მაღლა ვერაფერს დავაყენებთ. ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე - რომ ყველა შახტი უნდა იყოს დალუქული მანამ, ვიდრე ჩვენ არ მივიღებთ კონკრეტულ დასკვნას ორი მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტყიბულში შახტების დროებით დახურვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პირველი მიმართულება ეს არის გამოძიება, რომელსაც ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. „როგორც იცით, შახტში შრომის უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია არსებობდა. ძიება სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს, რომ ჩვენ ვიცოდეთ კონკრეტული სურათი, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია და რამდენად შესრულდა ის რეკომენდაციები, რომლებიც იყო გაცემული. მეორე მიმართულებაა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც ჩატარებული უნდა იყოს საერთაშორისო, ისეთი ორგანიზაციისა და ადამიანთა ჯგუფის მიერ, რომელსაც მაღალი პროფესიული ნდობა აქვს, რათა ჩვენ, ისევე როგორ მთელს საზოგადოებას ესმოდეს, რა გვაქვს ყველას ერთობლივად გასაკეთებელი, რომ მომავალში მსგავსი ადამიანური ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერის თქმით, ამ დარგს სჭირდება გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია და სახელმწიფო უნდა ხედავდეს, რომ ორგანიზაციას აქვს ამის საშუალება და პერსპექტივა. 

„აღარ მინდა, ამ შემთხვევაში პასუხი არ არის. არსებობს პასუხისმგებლობა. იქ მოხდა უზარმაზარი ტრაგედია და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასე არ ხდება. ჩვენ სერიოზულ თემაზე ვსაუბრობთ და სერიოზულად ვუდგებით საკითხს. მზად ვართ დავეხმაროთ ნებისმიერ ინვესტორს, კომპანიას, მაგრამ იმ ორ საკითხზე კონკრეტული დასკვნების შემდეგ გვექნება პრინციპული საუბარი, მათ შორის ამ კომპანიის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

16 ივლისს, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები ლაშა ფორჩხიძე, ბადრი ქარქაშაძე, მიხეილ გამეზარდაშვილი და მურმან ლილუაშვილი დაიღუპნენ. ორი დაშავებული კი ამ დრომდე თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაშია მოთავსებული. იმავე შახტში 5 აპრილს ექვსი მეშახტე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]