weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ჰაერის ხარისხი თანამედროვე ევროპული სტანდარტებით შეფასდება - მამუკა ბახტაძე

14:15 შაბათი, 28 ივლისი 2018

„პირველი აგვისტოდან ვიწყებთ ქვეყანაში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვას, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი კონცეფციის „მწვანე ეკონომიკის“ წარდგენისას.

მისივე თქმით, ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად განვითარდება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეებს მუდმივ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ კონკრეტულ ადგილებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება.

„გაიზრდება ჰაერის ხარისხის მართვის მონიტორინგის ქსელი, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად დავგეგმოთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ღონისძიებები სხვადასხვა ქალაქის მიხედვით“, – აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერის განმარტებით, ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს. მისივე თქმით, თითოეულ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, კერძო სექტორს განესაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები და რეკომენდაციები, იმისთვის, რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]