ზურაბ შაინიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სოფელ ზანავში მას და მასთან ერთად მყოფ პირებს 70-მდე ადამიანი ხელკეტებით დაესხა თავს. შაინიძის თქმით, დაპირისპირება „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულის შემდეგ, ფეხბურთის სტადიონზე დაიწყო და ჩხუბში გადაიზარდა.
„ჩემი შვილის მეგობრებს, რომლებიც თბილისიდან იყვნენ დღესასწაულზე ჩასულები, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ფეხბურთის თამაში შესთავაზეს. ბიჭემბა თამაშზე უარი უთხრეს და დაპირირსპირებაც ამას მოჰყვა. როდესაც მათ ვაწყნარებდი უკნიდან ვიღაცა ქალმა ჯოხი თავში ჩამარტყა. როგორც იქნა დავზავდით და ეს ბავშვები იმ ადგილს მოვაშორე, თუმცა დაპირისპირება ამით არ დასრულებულა. სახლში დაბრუნების დროს, უკვე ბინდდებოდა, მანქანებს ველოდებოდით, უცებ ატყდა ყვირილი „თქვენი დედა, უნდა დაგხოცოთ“, შეძახილები იყო მოკალით არ გაუშვათო. მოვიდნენ კეტებით, ალბათ 70–მდე იქნებოდნენ, დაგვესივნენ და გვირტყავდნენ, საიდან მხვდებოდა კეტები არ ვიცი, აქეთ მე ვეგდე გონდაკარგული, იქით ჩემი შვილი. ესენი ყველა „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები და მათი ახლობლები იყვნენ“, - ამბობს ზურაბ შაინიძე.
„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ზურაბ შაინიძეს და კიდევ ორ ახალგაზრდას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭრდათ. მათ დაზიანებები თავის, ზედა და ქვედა კიდურებისა და ზურგის არეში ჰქონდათ მიყენებული.
ადიგენის მერი და „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაქარია ენდელაძე აცხადებს, რომ მომხდარ დაპირისპირებასთან „ქართულ ოცნებას“ კავშირი არ აქვს. ენდელაძე ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებებს პორვოკაციად აფასებს.
ზურაბ შაინიძის თქმით, მას შემდეგ რაც 2017 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და საკრებულოს წევრი გახდა, მის ახლობლებს ფიზიკურად არაერთხელ გაუსწორდნენ.