შეკითხვაზე - ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემთ ხმას, - 74%-მა თქვა, რომ გადაწყვეტილი არ აქვს. 20%-ს გადაწყვეტილი აქვს ვის მისცემს ხმას, 5%-მა კი შეკითხვაზე უპასუხა „არ ვიცი“.
ამასთან, კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 59% არჩევნებზე წავიდოდა, ხოლო 41% არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.
2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. არჩევნების ზუსტი თარიღი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ამ დრომდე არ დაუსახელებია.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1.9 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.