weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ახმეტის მაჟორიტარმა პანკისში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ჟურნალისტები არ დაუშვა

17:11 ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018

ახმეტა - თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა პანკისის ხეობაში ახალგაზრდებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს დარბაზი დაატოვებინა.

სამხარაულის განცხადებით, მას პანკისელ ახალგაზრდებთან საუბარი ხეობაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დახურულ ფორმატში სურდა. „არ მინდა შეხვედრის დროს პროვოკაციები. მედიასთან შემდეგ გავაკეთებ კომენტარს“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა „რეგინფოსთან“ საუბარში.

დარბაზიდან ჟურნალისტების გაყვანისას შეხვედრის მონაწილე არცერთ ახალგაზრდას სამხარაულის გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია. ჟურნალისტები ითხოვდნენ, შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებს ეთქვათ, მხარს უჭერდნენ თუ არა პარლამენტის წევრის მოთხოვნას, მედიას დარბაზი დაეტოვებინა, რაც მათ უპასუხოდ დატოვეს.

შეხვედრაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. სამხარაულის დაჟინებულ მოთხოვნას, ჟურნალისტებს დარბაზი დეტოვებინათ, მხარი პანკისის სოფლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებმა დაუჭირეს.

ახმეტის მაჟორიტარსა და პანკისელ ახალგაზრდებს შორის შეხვედრაზე საუბარი ხეობაში გასული წლის ბოლოს ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას, სპეცრაზმის მიერ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მოკვლას და ჰესების მშენებლობის საკითხებს შეეხება. პანკისელი ახალგაზრდები ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას 7 თვის განმავლობაში ითხოვდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]