weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ზაალ უდუმაშვილი შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი იყოს

10:47 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და „კურიერის“ წამყვანი ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესთავაზა, თბილისის მერის არჩევნებში მათი კანდიდატი იყოს. უდუმაშვილის განცხადებით, ეს საკითხი უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილთან და პარტიის სხვა ლიდერებთან შეხვედრის დროს განიხილეს.

„ვადასტურებ, მაქვს შეთავაზება, რომ კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა. უკრაინაში შეხვედრები მქონდა პარტიის ლიდერებთან, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან. გადაწყვეტილება არ მიმიღია საერთოდ ვიყრი თუ არა კენჭს, ვიქნები თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თუ ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი. ჩემს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის მერობის კანდიდატი ჯერ მხოლოდ „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს დასახელებული და ის ელენე ხოშტარიაა. ცნობილია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ერთ-ერთ კანდიდატად ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე განიხილება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]