„ეს არის გადაწყვეტილება, რომელზედაც ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა ერთ დღეში იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ადამიანი ფიქრობდეს ამაზე და 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე, გადაწყვეტილებამდე მისვლა საკმაოდ მძიმეა.
მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრებისა და არა მარტო მათ წინაშე, ყველას წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველ რიგში ამ ქვეყნის სტაბილურობა მინდა. არ მახსენდება მსოფლიოში სხვა ქვეყანა, რომელმაც საუკუნენახევარში ამდენი ტერიტორია დაკარგა. უნდა გადავიდეთ ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე.
იცით, რომ იყო რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილის ქორწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ალბათ, იქნებიან შვილიშვილები და მე უკვე ვიცი, რომ ამ ვალდებულებას ალბათ, უკვე ნაკლებად შევასრულებ მომავალში. ამაზეც ვფიქრობდი, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, ჩავერთო თუ არა ამ ძალიან რთულ მარათონში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით უკვე მიმართა.