weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლევან იზორია - ახლო მომავალში წვევამდელების ახალი სისტემა გვექნება

11:11 სამშაბათი, 07 აგვისტო 2018

„წვევამდელთა სისტემა არამხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ სხვა უწყებების კომპეტენციაც არის და უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორი უნდა იყოს ეს სისტემა მომავალში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში შექმნილია კომისია, რომელიც წვევამდელების ახალი სისტემის შექმნაზე მუშაობს.

„თავდაცვის სამინისტრომ მისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად უკეთესი პირობები მიგვეცა წვევამდელებისთვის, რაც ცალკეულ კონკრეტულ ინიციატივებში გამოიხატა. თუმცა, გლობალურად, წვევამდელთა სისტემა არამხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ სხვა უწყებების კომპეტენციაც არის და აქედან გამომდინარე, უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორი უნდა იყოს ეს სისტემა მომავალში. ამ მიზნით შეიქმნა კომისია და ახლო მომავალში წვევამდელების ახალი სისტემა გვექნება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვეული წვევამდელების ნაწილმა ჯარს თავი გირჩის მღვდელმსახურის მოწმობით აარიდა.

On.ge-ს მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოთხოვილი მონაცემებით,

2017 წლის საშემოდგომო გაწვევიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ათასი ადამიანი გაიწვიეს, საიდანაც 5914-მა დაიწყო სამხედრო სავალდებულო სამსახური, 4406-მა კი გადასავადებლად - ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურის ცნობა გამოიყენა.

საქართველოს კანონმდებლობით, სასულიერო პირები სამხედრო-სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან.

„გირჩის“ ინფორმაციით, 2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით, 8 320 მოწმობა აქვთ გაცემული.

პარტიამ სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან წვევამდელების გასათავისუფლებლად „ბიბლიური თავისუფლება“ 2017 წლის მარტში დააფუძნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]