weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წვევამდელებს, რომლებსაც ჯარში წასვლა არ სურთ, ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ

14:38 სამშაბათი, 07 აგვისტო 2018

წვევამდელებს, რომლებსაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ჯარში წასვლა არ სურთ, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ. ასეთ პირებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეეძლებათ.

სურვილის შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოხვდებიან ის ადამიანებიც, ვისაც სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის მიერ მღვდელმსახურის წოდება აქვს მინიჭებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა, ალტერნატიული სამსახურის დასაწყებად, წვევამდელის სურვილის გარდა სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაცაა საჭირო.

„მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ არ წავიდეს ჯარში და მოიხადოს ალტერნატიული სამსახური. აქ ასევე არის გარკვეული ჯანმრთელობის მონაცემები, რომელიც მოქალაქემ უნდა დააკმაყოფილოს.

ალტერნატიულ სამსახურში მოხვდებიან ის ადამიანები, ვისაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ჯარში წასვლა არ უნდათ. ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს იძულების ხასიათი არ ექნება და წვევამდელის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

ალტერნატიული სამსახური 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება და მომავალი წლის გაწვევის დაწყების დროს, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეს ალტერნატივა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე თვე, რათა ვიმუშაოთ იმ ქვეყნის სპეციალისტებთან ერთად, სადაც ეს მეთოდი წარმატებულად მოქმედებს“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვეული წვევამდელების ნაწილმა ჯარს თავი „გირჩის“ მღვდელმსახურის მოწმობით აარიდა.

On.ge-ს მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოთხოვილი მონაცემებით, 2017 წლის საშემოდგომო გაწვევიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ათასი ადამიანი გაიწვიეს, საიდანაც 5914-მა დაიწყო სამხედრო სავალდებულო სამსახური, 4406-მა კი გადასავადებლად - ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურის ცნობა გამოიყენა.

საქართველოს კანონმდებლობით, სასულიერო პირები სამხედრო-სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]