weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსეთში გამოკითხულთა 80% ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მომხრეა

21:51 პარასკევი, 10 აგვისტო 2018
ფოტო: RFE / RF ფოტო: RFE / RF

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა - 80% მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას. ცენტრის ინფორმაციით, 2013 წელს ამ გადაწყვეტილებას გამოკითხულთა 73% იწონებდა.

„რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა (81%) დღესაც მიიჩნევს, რომ რუსეთი სწორად მოიქცა, როდესაც 2008 წლის აგვისტოში მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთს. ბოლო ხუთ წელში აღნიშნული მაჩვენებელი 71%-დან გაიზარდა. ათი წლის წინათ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების გადაწყვეტილებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 80% (2013 წლის ეს მაჩვენებელი 73% იყო). დღესდღეობით, დიმიტრი მედვედევის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 9% ეწინააღმდეგება. 2013 წელს ამ აზრზე რესპონდენტების 14% იყო“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამასთან, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2008 წლის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს გამოკითხულთა 36% ადევნებს თვალს. რუსულ-ქართულ ურთიერთობებს კი დღეს უფრო ნაკლებად ნეგატიურად აფასებენ, ვიდრე 5-15 წლის წინ.

რაც შეეხება გამოკითხვის მეთოდიკას, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის ინფორმაციით, გამოკითხვა 2018 წლის 6 აგვისტოს, სატელეფონო ინტერვიუების სახით ჩატარდა. სულ 1600 რესპონდენტი გამოკითხეს. ცდომილების ზღვარი კი 2,5%-ს არ აღემატება.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]