weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტი სასახლეში აღარ უნდა იყოს, მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ – სალომე ზურაბიშვილი

22:22 შაბათი, 11 აგვისტო 2018

„მე მინდა, რომ ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი, რომელიც ამ ქვეყანას არ ჰყოლია. მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ და არა სხვაგან. სახლიდან ფეხით ვივლი, ისე, როგორც დავდივარ დღეს. ამაში არავინ შემცვლის, იმიტომ, რომ ბაზარში ჩემი საყიდლები მე უნდა ვიყიდო, უნდა წავიდე და შევხვდე ხალხს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ავლაბარში მდებარე სასახლე აშენებული იქნა „ამერიკელების ძალიან დიდი თანხებით, რომელიც იმ დროს საქართველოს მოსახლეობისთვის უნდა ყოფილიყო“. მისივე თქმით, პრეზიდენტის სასახლე სახელმწიფო ფუნქციის შენობაა და იქ ცხოვრება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ან საგარეო საქმეთა მინისტრს უფრო შეეფერება.

„ის სასახლე, რომელიც არსებობს, გვინდა, არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის უკვე სახელმწიფოს სიმბოლო. ამიტომ, იქ უნდა შევიდეს, არვიცი, ან პრემიერი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ან გახდეს უცხოელების მიღების ადგილი. ეს უკვე მთავრობის მიერ არის გადასაწყვეტი, არ არის ჩემი საქმე. პრეზიდენტი იქ აღარ უნდა იყოს. პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთ ადგილას, რომელიც უხდება თავის ფუნქციებს და ქალს და ორბელიანის სასახლე ბევრად უხდება. ორბელიანის სასახლე ძალიან მომწონს და ძალიან შესაფერისია ახალი პრეზიდენტის ფუნქციების“, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]