weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლოა ლევან ვასაძე იყოს

14:40 კვირა, 12 აგვისტო 2018

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლოა ლევან ვასაძე წარადგინოს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა.

„ჩვენ შევთავაზეთ, მათ შორის ლევან ვასაძესაც, რომ ყოფილიყო ეროვნული ძალების ერთიანი კანდიდატი. შეიძლება ყველაფერში მეც არ ვეთანხმებოდე, მაგრამ დღეს მას აქვს ყველაზე მაღალი ნდობა ქართული საზოგადოების მხრიდან. დათანხმდება თუ არა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ჩვენ გვექნება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ, არალიბერალურ ძალებთან, რის შემდეგაც მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა კუკავამ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

თუ ლევან ვასაძე „თავისუფალი საქართველოს“ შეთავაზებას არ დათანხმდება, სავარაუდოდ, პრეზიდენტად კენჭს კახა კუკავა იყრის.

„იდეალური იქნებოდა, რომ ლევან ვასაძე ყოფილიყო კანდიდატი, ვინაიდან მას აქვს ჩემზე მეტი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, მაგრამ თუ არ იქნება ლევან ვასაძე კანდიდატი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ არჩევნებში ლიბერალებს მარტო დავტოვებთ“, - განაცხადა კახა კუკავამ.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის 14 კანდიდატია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]