რუსული მედიის ინფორმაციით, ერთობლივ სწავლებაში 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 600-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. წვრთნებში ჩართულია სადესანტო გემი, სატრანსპორტო-მოიერიშე ვერტმფრენები - Ми-8АМТШ, Т-72Б3 ტიპის ტანკები და სხვა შეიარაღება.
როგორც რუსეთის 49-ე არმიის სარდალმა, გენერალ-მაიორმა ვლადისლავ ერშოვმა განაცხადა, სწავლება კიდევ ორი დღე გაგრძელდება და ორ ეტაპად ჩატარდება. წვრთნები პოლიგონებზე ტარდება, მათ შორის მთიან ზონაში, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები აფხაზურ დანაყოფებთან ერთად ხორციელდება.

 
			 
		
		 
	       
	       
	      






























 
					 
					 
					 
					 
					 
					 
 