weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

დიდი სასახლე ქმნის ილუზიას, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებებიც უფრო ფართოა – კობახიძე

14:39 ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლე მის უფლებამოსილებებთან თანხვედრაში უნდა იყოს. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც უფრო ფართოა.

„ნებისმიერი შენობა, რომელიც დაკავებული აქვს კონკრეტულ ინსტიტუტს, არის ერთგვარი სიმბოლო და ეს სიმბოლოც ბევრ რამეს განაპირობებს. პრეზიდენტის ინსტიტუტის გარშემო შექმნილი ილუზიების ერთ-ერთი განმაპირობებელი პრეზიდენტის სასახლეც არის. ანუ, როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო. აქედან გამომდინარეც მნიშვნელოვანია, რომ უფლებამოსილებებთან თანხვედრაში იყოს სიმბოლოები, მათ შორის პრეზიდენტის სასახლე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]