weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მამუკა ბახტაძე ახალ გუბერნატორებს 20 აგვისტოს წარადგენს

11:13 პარასკევი, 17 აგვისტო 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ახალ გუბერნატორებს 20 აგვისტოს წარადგენს. საქართველოს მთავრობას სახელმწიფო რწმუნებულები არ ჰყავს შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე - ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 5 გუბერნატორი ივლისის ბოლოს გაათავისუფლა თანამდებობებიდან. იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ კი მანამდე „ქართული ოცნებიდან“ კენჭი შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში იყარა ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში და დეპუტატი გახდა.

„ჩვენ მთლიანად ვცვლით რეგიონალური მართვის სისტემას. გადავდივართ ახალ რეჟიმზე და ახალ სტრუქტურაზე. ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. ვინც დარჩა, მათ მიეცემათ საშუალება, რომ დაგვანახონ შედეგი, დაგვანახონ ეფექტური მუშაობა. თუ ისინი შეძლებენ ამ ახალ ეფექტურ სისტემაში თავიაანთი შედეგის ჩვენებას, მოსახლეობისთვის უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან კარგი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]