weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ირანის საგარეო უწყება: თბილისის აეროპორტში ირანელ ქალებს უპატივცემულოდ მოეპყრნენ

17:57 პარასკევი, 17 აგვისტო 2018
ფოტოზე ბაჰრამ ყასემი ფოტოზე ბაჰრამ ყასემი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ირანელი ქალების ისლამურ თავსაბურავებს უპატივცემულოდ მოეპყრნენ. შემთხვევა თბილისი-ისპაჰანის რეისზე, უსაფრთხოების შემოწმების დროს მოხდა.

ბაჰრამ ყასემის განცხადებით, თბილისის აეროპორტში ირანის ზოგიერთი მოქალაქის მიმართ შეუსაბამო მოპყრობის გამო, ირანმა საქართველოს მკაცრი პროტესტი გამოუცხადა.

„ისპაჰანში საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლის მიერ ამ ამბის გავრცელების და ფაქტის დადასტურების შემდეგ, ირანის საელჩომ თბილისში გამოხატა მკაცრი პროტესტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. თბილისში ირანის საელჩომ პროტესტის ნოტა გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ირანში საქართველოს ელჩს ახსნა-განმარტების მიცემა მოეთხოვა“, - აღნიშნა ბაჰრამ ყასემმა.

მისივე თქმით, თბილისში ირანის საელჩო სიტუაციის მონიტორინგს განაგრძობს.

„საქართველოს შესაბამის ორგანოებს ასევე მივმართეთ გაერკვიონ საკითხში და ირანელი მგზავრების მიმართ მსგავსი მოპყრობა თავიდან იქნეს აცილებული“, - განაცხადა მან.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ მიღებული ზომების შემდეგ უსაფრთხოების სამსახური გამოიჩენს მაქსიმალურ ყურადღებას და მსგავსი ინციდენტები აღარ მოხდება.

 

ამ თემაზე:

აეროპორტის ოფიცრებს ირანის მოქალაქეების რელიგიური გრძნობები არ შეულახავთ – სამინისტრო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]