weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გრიგოლ ვაშაძე სეტყვით დაზარალებულებზე კომპენსაციის გაცემას ითხოვს

10:26 ორშაბათი, 20 აგვისტო 2018

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ითხოვს თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში სეტყვით დაზარალებული მოსახლეობა მიწის გადასახადისგან გათავისუფლდეს, ასევე, მათ საბანკო კრედიტები გადაუვადდეთ და კომპენსაცია მიეცეთ.

დასავლეთ საქართველოს ფაროსანა ანადგურებს. ამას კიდევ თელავის და ახმეტის რაიონებში სრული კატასტროფა დაემატა. უმეტეს ადგილებში მოსავალი მთლიანად განადგურებულია იმ დროს, როდესაც ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს. ხელისუფლება თუ ჰყავს ქვეყანას, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიიღონ შემდეგი ზომები - გაათავისუფლონ დაზარალებულები მიწის გადასახადისგან, დაეხმარონ აღებული კრედიტების გადავადებაში და აუცილებლად გადაუხადონ კომპენსაცია, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური გადარჩენის ზღვარზეა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

18 აგვისტოს, ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლები დაისეტყვა. ყველაზე მეტად სოფელი ქისტაური დაზარალდა. სეტყვამ საკმაოდ დიდ ფართობზე ყურძენი 100%-ით გაანადგურა.  

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 4 წელში კახეთში ყველაზე დიდი მასშტაბის სეტყვის მარცვლები დაფიქსირდა. ცენტრის განმარტებით, სეტყვის შესამსუბუქებლად 200-მდე რაკეტა გაისროლეს, რამაც ღრუბლის მასები მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა ახმეტისა და თელავის რაიონებში სარაკეტო დამუშავება სროლისთვის აკრძალული ზონების არსებობის გამო, დასახლებული პუნქტების გარეთ განხორციელდა. საგარეჯოს რაიონში კი აკრძალულ ზონებს ჰაერში საფრენი აპარატების არსებობაც დაემატა.

ხელისუფლებისგან დახმარების მოთხოვნით, 19 აგვისტოს, სოფელ ქისტაურის მოსახლეობამ ახმეტა-თელავის ცენტრალური გზა გადაკეტა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დაზიანებულ ყურძენს საწარმოები დღეიდან ჩაიბარებენ, იმ მევენახეებზე კი, ვისაც მოსავალი დაზღვეული არ აქვს, კომპენსაცია არ გაიცემა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]