weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნინო ვიბლიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

11:23 ორშაბათი, 20 აგვისტო 2018

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მერის წარმომადგენელი ნინო ვიბლიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალ გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.

„ალექსანდრე მოწერელია სახელმწიფო სტრუქტურებში მოდის კერძო სექტორიდან. მას აქვს ძალიან საინტერესო ბიზნეს პროექტების გამოცდილება სოფლის მეურნეობაში. როგორც მოგეხსენებათ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონებში ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა გახლავთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში ის შეძლებს თავისი წვლილის შეტანას. გუბერნატორებთან ერთად, საკადრო ცვლილებები შეეხება გუბერნატორების მოადგილეებსაც და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნება ნინო ვიბლიანი, რომელიც დღემდე იკავებდა სოფელ ჭუბერში მერის წარმომადგენლის თანამდებობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ახალი გუბერნატორები შვიდ რეგიონში წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]