weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

16:58 ორშაბათი, 20 აგვისტო 2018

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. ამ მიზნით საინიციატივო ჯგუფმა ცესკოს უკვე მიმართა, პრეზიდენტობის კანდიდატის საჯარო წარდგენას კი უახლოეს დღეებში გეგმავს.

საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში ზაურ ნაჭყებია, დავით ხოსიაური, ლელა ებრალიძე, გიორგი წერეთელი, გელა ფარჩუკიძე, გიორგი ანჩაბაძე და ინეზა იამანიძე არიან. მათ მიერ გავრცელებული განცხადებით, თემურ შაშიაშვილს შემუშავებული აქვს სახელმწიფოს განვითარების ორიგინალური პროგრამა. მისი წინასაარჩევნო სლოგანია: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ.“

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება საკმაოდ დაკნინებულია, მიგვაჩნია, რომ ეს თანამდებობა შემთხვევითი და დესტრუქციული ადამიანების ხელში არ უნდა აღმოჩნდეს. თეიმურაზ შაშიაშვილმა კორუფციული სახელისუფლებო რეჟიმის პირობებში ქუთაისის და იმერეთის რეგიონის ხელძღვანელად მუშაობისას მოახერხა შეენარჩუნებინა უმწიკვლო ჩინოვნიკის სახელი. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა ნოვატორული იდეებით და ყველგან და ყოველთვის საკუთარ ხელწერას ტოვებდა. როგორც რეგიონის ხელმძღვანელი მუდმივი ოპონირების რეჟიმში იყო ცენტრალურ ხელისუფლებასთან - ღიად მიუთითებდა სახელმწიფოს მართვაში არსებულ ნაკლოვანებებზე, მაგრამ, ოპონირება ცივილურ ჩარჩოებს არასდროს გასცდენია“, - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

თემურ შაშიაშვილი 1993-1995 წლებში ქუთაისის მერი იყო. 1995 წლიდან 2003 წლამდე კი იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. 2004 წლის იანვარში მან მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და  მიხეილ სააკაშვილთან დამარცხდა. 2009 წელს შაშიაშვილმა დააფუძნა პოლიტიკური პარტია „თეთრები“. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თეიმურაზ შაშიაშვილი ქუთაისის მერად იყრიდა კენჭს. მან ამომრჩეველთა ხმების 13.5% მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა. მასზე მეტი ხმები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ (26,14 %) და „ქართული ოცნების“ კანდიდატმა შოთა მურღულიამ მიიღეს (50.9%).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]