weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესამუშავებლად 3 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

11:47 სამშაბათი, 21 აგვისტო 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიისა (2018 – 2025) და მისი სამოქმედო გეგმის (2018-2019) შემუშავება მიმდინარეობს. 

სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში ექსპერტების ჩართულობით სამი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფები ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდის, ფინანსური დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფის მიმართულებებით იმუშავებენ.

სამუშაო ჯგუფებში ჩართვის მსურველებს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ.

„ერთი ჯგუფი შეეხება უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციის საკითხს, მეორე ჯგუფი შეეხება ფინანსური დეცენტალიზაციის საკითხებს, ხოლო მესამე ჯგუფის თემაა კარგი მმართველობის პრაქტიკები - გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ა.შ. სამუშაო ჯგუფებში ჩართვის სურვილი 80-მდე ადამიანმა გამოთქვა. ეს არის ის პროცესი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ადამიანების მოსაზრებებს უნდა გავეცნოთ და ვიმსჯელოთ, რომელი მოსაზრებაა გასათვალისწინებელი და რა ეტაპზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათი მონაწილეობით ნაყოფიერი სამუშაო გავწიოთ და წლის ბოლომდე საერთო მუშაობის შედეგი ჯერ სამთავრობო კომისიას, შემდგომ კი მთავრობას წარვუდგინოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]