weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიწის უცხოელებზე გასხვისება კონსტიტუციით აიკრძალება - ირაკლი კობახიძე

12:00 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო გუნდს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება კონსტიტუციით აიკრძალება.

„კონსულტაციის საფუძველზე ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესი. ქართული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და მათი გაერთიანებების საკუთრებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიწის ფაქტორის, არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წვლილის, სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების შეძენის არსებული პრაქტიკისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს.

კონსტიტუციის ახალი ჩანაწერი გახდება იმის მტკიცე გარანტია, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი არ გასხვისდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, დაცული იქნება ჩვენი ეროვნული სტრატეგიული ინტერესები.

გარდა ამისა, ამავე მიზნით, პარლამენტში ინიციატივის წესით შეგვაქვს კანონპროექტი, რომელიც შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე მიწის გასხვისების სათანადო შესყიდვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მიწის გასხვისების საკითხი არა კონსტიტუციით, არამედ ორგანული კანონით მოწესრიგდებოდა.

2013 წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც 2013 წლის 19 ივლისიდან ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწას ვერ შეიძენდნენ (ვერც მემკვიდრეობით მიიღებდნენ) უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი და უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი. ეს უფლება აღნიშნულ პირებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე ჩამოერთვათ.

2014 წლის ივნისში, საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა გააუქმა.

 

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]