weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თავში ჭიქის ჩარტყმის შემდეგ აფხაზეთის „ვიცე-პრეზიდენტმა“ თანამდებობა დატოვა

19:27 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ თანამდებობა დატოვა. გაბნიამ გადადგომის მიზეზის განმარტებისას თქვა, რომ 18 აგვისტოს, ერთ-ერთ შეხვედრაზე თავში ჭიქა ჩაარტყეს, თუმცა თავდამსხმელი დასჯილი არ არის. მისივე თქმით, იმისთვის, რომ საკუთარი ღირსება დაიცვას, იძულებულია თანამდებობა დატოვოს.

„პრობლემაა ის, რომ სუსტი აღმოვჩნდი, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, აზროვნებს და ცხოვრობს კანონის მიხედვით, აპრიორი სუსტია ამ უკანონობის სისტემაში, სადაც ქუჩაა ხელისუფლების სათავეში. მთლიანად სამართალდამცავი სისტემა განადგურებულია. სახელმწიფოს მაშინ კლავენ, როდესაც არ სჯიან დამნაშავეებს და სჯიან უდანაშაულოებს. მიმაჩნია, რომ აუცილებელია თანამდებობა დავტოვო, გადავდგე იმ მიზეზით, რომ არ შემიძლია საკუთარი უფლებისა და ღირსების დაცვა ასეთ მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროსაც კი. უნდა ვიმოქმედო მხოლოდ აფხაზურად, რისთვისაც ჯერ უნდა გადავდგე“, - ციტირებს გაბნიას კომენტარს სააგენტო „სპუტნიკი“.

ვიტალი გაბნია აფხაზეთი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2014 წლის სექტემბრიდან იკავებდა. როგორც მან აღნიშნა, გადადგომის მიუხედავად, პოლიტიკურ კურსს არ შეიცვლის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]