„პრობლემაა ის, რომ სუსტი აღმოვჩნდი, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, აზროვნებს და ცხოვრობს კანონის მიხედვით, აპრიორი სუსტია ამ უკანონობის სისტემაში, სადაც ქუჩაა ხელისუფლების სათავეში. მთლიანად სამართალდამცავი სისტემა განადგურებულია. სახელმწიფოს მაშინ კლავენ, როდესაც არ სჯიან დამნაშავეებს და სჯიან უდანაშაულოებს. მიმაჩნია, რომ აუცილებელია თანამდებობა დავტოვო, გადავდგე იმ მიზეზით, რომ არ შემიძლია საკუთარი უფლებისა და ღირსების დაცვა ასეთ მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროსაც კი. უნდა ვიმოქმედო მხოლოდ აფხაზურად, რისთვისაც ჯერ უნდა გადავდგე“, - ციტირებს გაბნიას კომენტარს სააგენტო „სპუტნიკი“.
ვიტალი გაბნია აფხაზეთი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2014 წლის სექტემბრიდან იკავებდა. როგორც მან აღნიშნა, გადადგომის მიუხედავად, პოლიტიკურ კურსს არ შეიცვლის.