გერმანიის კანცლერმა პასუხი გასცა ერთ-ერთი სტუდენტის რეპლიკას. სტუდენტის თქმით, ორი დღეა ანგელა მერკელი აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილ მდგომარეობას უსამართლობას უწოდებს, თუმცა არ უთქვამს, რომ ეს ოკუპაციაა.
„არა, ეს ოკუპაციაა. მე ვთქვი, რომ ეს ოკუპაციაა“, – განაცხადა მერკელმა.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით შეკითხვა ანგელა მერკელს გუშინ, პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზეც დაუსვეს, თუმცა მას ტერმინი „ოკუპაცია“ ან „ოკუპირებული ტერიტორიები“ არ გამოუყენებია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან მივა, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.