weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანგელა მერკელი – ეს არის ოკუპაცია, რაც უდიდეს უსამართლობად რჩება

10:34 პარასკევი, 24 აგვისტო 2018

„ეს არის ოკუპაცია. ეს არის დაკავებული ტერიტორია - 20% და ეს რჩება უდიდეს, უხეშ უსამართლობად“, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.

გერმანიის კანცლერმა პასუხი გასცა ერთ-ერთი სტუდენტის რეპლიკას. სტუდენტის თქმით, ორი დღეა ანგელა მერკელი აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილ მდგომარეობას უსამართლობას უწოდებს, თუმცა არ უთქვამს, რომ ეს ოკუპაციაა.

„არა, ეს ოკუპაციაა. მე ვთქვი, რომ ეს ოკუპაციაა“, განაცხადა მერკელმა.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით შეკითხვა ანგელა მერკელს გუშინ, პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზეც დაუსვეს, თუმცა მას ტერმინი „ოკუპაცია“ ან „ოკუპირებული ტერიტორიები“ არ გამოუყენებია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან მივა, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]