weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს

16:34 პარასკევი, 24 აგვისტო 2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, იმ სიტუაციაში, როდესაც „ქართული ოცნება“ კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა, კანდიდატის დასახელება შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნებოდა.

„ქართული ოცნება“ ღიად აცხადებდა, რომ ის კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ანუ ერთადერთი შესაძლებლობა, შანსი, კანდიდატურა საქართველოს პარლამენტში დამტკიცებულიყო, ეს იყო ფართო კონსენსუსი. სამწუხაროდ, ეს ფართო კონსენსუსი ვერ მოხდა.

ფაქტია, ფართო კონსენსუსის გარეშე, კიდევ ერთხელ, როცა „ქართული ოცნება“ უარს აცხადებდა კონსულტაციებზე, კანდიდატის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტიებული.

მინდა შეგახსენოთ, რომ დღესაც საქართველოს პარლამენტში წარდგენილია მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი არც კი განიხილავს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მას შემდეგ, რაც 2 აგვისტოს ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა, პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის მიზნით კონსულტაციებს მართავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]