weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ანატოლი ბიბილოვი: ჩემი მიზანია ცხინვალი რუსეთის შემადგენლობაში ვიხილო

14:11 შაბათი, 25 აგვისტო 2018

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, რუსეთის შემადგენლობაში ცხინვალის შესვლა ეროვნული იდეაა და მასზე უარის თქმას არ აპირებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ხედავს ე.წ. სამხრეთ ოსეთს 5 წლის შემდეგ, ბიბილოვმა განაცხადა, რომ სურს, ის რუსეთის შემადგენლობაში იხილოს.

„ვიცი, ამ პროცესს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ისინი ცოტანი არიან. დიახ, იდეა, რომელიც ჩვენს ერს 20-იანი წლებიდან მოყოლებული აქვს, უნდა განხორციელდეს. მე არ ვამბობ უარს ეროვნულ იდეაზე. ეს ჩემი მიზანია და მინდა ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში ვიხილო“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

24 აგვისტოს, რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების მეათე წლისთავთან დაკავშირებით ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. როგორც პუტინმა განაცხადა, რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება უზრუნველყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]