weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს – ირაკლი კობახიძე

14:37 სამშაბათი, 28 აგვისტო 2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავს. კობახიძის თქმით, გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს.

„ჩვენი მხარდაჭერა +/-50 პროცენტია და ეს დადასტურდა თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე. არის რეალური შანსი, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს და ასევე არის იმის შანსი, რომ მეორე ტური გაიმართოს. საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ოპოზიციას რეალურად შანსი არ აქვს, ეს არის დღევანდელი ვითარება. დიდ სხვაობას წინა არჩევნებთან შედარებით არ ველოდები. აქედან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ იმის შანსი, რომ პირველ ტურში აიღონ 15-20%-ზე მეტი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, 8 სექტემბრის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ჩვენ შეგვეძლო გაგვეთამაშებინა სცენარი, წარგვედგინა ჩვენი დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც პროცესში ხელოვნური ჩარევა იქნებოდა და ეს იქნებოდა არასწორი. ასე, რომ ჩვენ ველოდებით პროცესების განვითარებას, ველოდებით 8 სექტემბერს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით თუ კანდიდატების რა სპექტრი ჩამოყალიბდება“, - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს რეგისტაციისთვის პრეზიდენტობის მსურველმა 31 კანდიდატმა მიმართა. პოლიტიკურ სუბიექტებს და საინიციატივო ჯგუფებს კანდიდატების წარსადგენად ვადა 8 სექტემბრამდე აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]