საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჩ.რ.-მ და ზ.მ.-მ. წინასწარი შეთანხმებით, შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით - 0.2294 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს (3.4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) შემცველი ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით და 2018 წლის 25 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ ECHOWAVES-ის ტერიტორიაზე, 350 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს ფესტივალის ერთ-ერთ მონაწილეზე. ნარკოტიკი იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ამოიღო.
რაც შეეხება მესამე ბრალდებულ კ.ა.-ს, მან შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0.0158 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ შემცველი 3 ცალი ტაბლეტი, რაც 25 აგვისტოს, ფესტივალის მიმდინარეობისას 280 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ერთ-ერთ მოქალაქეზე. ნარკოტიკის იმავე დღეს იქნა ამოღებული.
27 აგვისტოს ჩ.რ-ს. და ზ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინა (წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება), ხოლო კ.ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინა (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება).
პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.