weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვას თამარ ჩუგოშვილი და დავით ბაქრაძე დაესწრებიან

13:45 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე საქართველოს პარლამენტიდან თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით ბაქრაძე გაემგზავრებიან.

როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, დაკრძალვაზე ყველა ქვეყნიდან ორი სტუმარია მიწვეული.

„გადავწყვიტეთ, პარლამენტიდან წასულიყო დელეგაცია. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება იყო, ვყოფილიყავით წარმოდგენილი დაკრძალვის ცერემონიაზე. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნება ერთი წევრი უმრავლესობიდან – მე და ერთი უმცირესობიდან, როგორც ვიცი, ეს არის დავით ბაქრაძე“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მისი შეფასებით, ჯონ მაკკეინი საქართველოს საუკეთესო მეგობარი იყო: „ასეთი მეგობრები ჩვენ ქვეყანას ძალიან სჭირდება. ჯონ მაკკეინი ყოველთვის მზად იყო მხარდაჭერის აღმოსაჩენად, როცა საქართველოს სჭირდებოდა“.

ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. რესპუბლიკელ სენატორს 2 სექტემბერს, მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]