weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა

14:28 შაბათი, 01 სექტემბერი 2018

საქართველოს 3-4 სექტემბერს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ეწვევა. ევროკომისარი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იოჰანეს ჰანის ვიზიტის ფარგლებში თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა გაიხსნება.

სამინისტროს ცნობით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა ევროკავშირის უპრეცედენტო პროექტია და ის იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება.

„სკოლა განკუთვნილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის და მათ სთავაზობს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს. სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ ევროპული განზომილების მქონე საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს. მოსწავლეები შეირჩევიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან, შესაბამისი საკონკურსო პირობებით. 2018-2019 სასწავლო წლისთვის 30 მოსწავლე უკვე შერჩეულია“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]